მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი WHO-ს დაფინანსების სამუდამოდ შეჩერებით დაემუქრა

5ec396850a188
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.20 12:44
982
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორს წერილი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას სამუდამოდ შეუჩერებს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში მუშაობას არ გააუმჯობესებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მხოლოდ ერთი გზა აქვს - წარმოაჩინოს რეალური დამოუკიდებლობა ჩინეთისაგან", - ვკითხულობთ წერილში.

დაფინანსების პერმანენტულად შეჩერების გარდა ტრამპი WHO-ს წევრობის გადახედვითაც იმუქრება. აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია და ტრამპის განცხადებით, ამერიკა 400-იდან 500 მილიონ აშშ დოლარამდე აფინანსებს ორგნიზაციას წელიწადში.

ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თქვა, რომ მხარს დაუჭერენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თუმცა შესაფერის დროს.

ევროკავშირი და ავსტრალია ვირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლის.