მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: ყველას მოგიწოდებთ, გამოიყენოთ აშშ-ის მიერ დამკვიდრებული "ეკონომიკური მოდელი"

5e270807f188e
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 18:30
1554
მაშინ როდესაც სენატი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს, მსოფლიოს ნახევარი დავოსს სტუმრობს, სადაც ტრამპიც იმყოფება და მსოფლიო ეკომომიკურ ფორუმს ესწრება. ამის შესახებ cbsnews-ი იტყობინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპი უკვე წარსდგა ფორუმის მონაწილეების წინაშე და ყურადღება მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. ტრამპმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, აშშ-ის მიერ დამკვიდრებული „ეკონომიკური მოდელი“ გამოიყენოს.

„ამაყი ვარ გითხრათ, რომ აშშ-ის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის; ეს არის აღმავლობა, რომელიც ჯერ მსოფლიოს არასდროს უნახავს. ჩვენ გამოვაღვიძეთ ამერიკული მრეწველობა. აშშ დღეს აყვავებული და გამარჯვებულია ისე, როგორც არასდროს. მხოლოდ გასულ კვირას ჩვენ გავაფორმეთ განსაკუთრებული სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, მექსიკასა და კანადასთან. ეს უდიდესი სავაჭრო შეთანხმებაა. ეს შეთანხმებები 21-ე საუკუნის, ახალ სავაჭრო მოდელს წარმოადგენს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ტრამპის განცხადებითვე, პეკინის წინააღმდეგ ტარიფების შემოღებამ, აშშ-ისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

„ჩემს პრეზიდენტად არჩევამდე, ჩინეთი სავაჭრო ურთიერთობებში დომინირებდა და ამის გამოსასწორებლად არავინ არაფერს აკეთებდა. ჩემი მეთაურობით, აშშ ამ პრობლემას შეებრძოლა. შედეგად ჩინეთთან შეთანხმების პირველი ფაზით, პეკინი დათანხმდა ისეთ პიროებებს, რომელთა შესრულებაზეც მანამდე უარს ამბობდა. დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან ისეთი კარგია, როგორც არასდროს. ჩინეთი 200 მილიარდ დოლარს დახარჯავს ამერიკულ სერვისებზე. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ტარიფების იმპლემენტაციის გარეშე. ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ და სხვა ქვეყნებზე ვიყენებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.