ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაწყების დაანონსებას, შტატების საფონდო ბაზარზე ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
ქვეყნის საფონდო ინდექსებმა ერთ თვეში ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენეს, ხოლო ხუთი უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე მთლიანობაში თითქმის 6.5 მილიარდი დოლარით შემცირდა.
სამშაბათს ვაჭრობის დასრულებისას S&P 500 -ის ინდექსმა 0.8% შეადგინა და 2966.6 ნიშნულზე დაეცა, რაც დღის მაქსიმალური ვარდნაა 23 აგვისტოდან. Nasdaq Composite-ისთვის სამშაბათი ასევე თვის ყველაზე ცუდი დღე იყო.
CNBC აღნიშნავს, რომ მისმა ინდექსმა 1.46% დაკარგა, 7993.6-ით შემცირდა. Dow Jones- ის ინდექსი კი, 0.53% -ით დაიხურა და 26,807.77 პუნქტს მიაღწია.
ვაჭრობის დასრულებისთანავე Amazon– ის აქციები 2.4%-ით დაეცა, ხოლო Facebook-ის აქციების 2.97%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. Forbes-ის Real-Time-ის თანახმად, რომელიც რეალურ დროში განახლებულია, კომპანიის დამფუძნებლების, მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების ქონებაც შემცირდა. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის ქონება - 2,5 მილიარდი დოლარით (-2.26%), ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონება 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. (-2 , 9%). სამშაბათის მონაცემებით, ბეზოსი და ცუკერბერგმა კაპიტალის შემცირების კუთხით ლიდერები გახდნენ.
ინვესტორ უორენ ბაფეტის ქონება 0.9%-ით ანუ 745 მილიონი დოლარით შემცირდა. Oracle- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლარი ელისონამ თითქმის 973 მილიონი დოლარი დაკარგა. TOP-5 უმდიდრეს ამერიკელიდან, ყველაზე ნაკლებად ბილ გეითსი დაზარალდა. მისი ქონება 0.2%-ით ანუ 210 მილიონ აშშ დოლარით შემცირდა. მთლიანობაში კი, ხუთი უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე 6.4 მილიარდი დოლარით დაეცა. აღსანიშნავია ასევე, Tesla- ს დამფუძნებლის ილონ მასკის ზარალი, მისი ქონება 898 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
ბაზრების ვარდნა და ზარალი საფონდო ინდექსებზე რეაქცია იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის განცხადებაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი დაანონსა. საქმე ეხება 25 ივლისს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების საუბარს. თეთრი სახლის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც პელოსი აცხადებს, არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის