მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა

5d8b3a44012ea
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 16:55
15709
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაწყების დაანონსებას, შტატების  საფონდო ბაზარზე ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.


ქვეყნის საფონდო ინდექსებმა ერთ თვეში ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენეს, ხოლო ხუთი უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე მთლიანობაში თითქმის 6.5 მილიარდი დოლარით შემცირდა.




სამშაბათს ვაჭრობის დასრულებისას S&P 500 -ის ინდექსმა 0.8% შეადგინა და 2966.6 ნიშნულზე დაეცა, რაც დღის მაქსიმალური ვარდნაა 23 აგვისტოდან. Nasdaq Composite-ისთვის სამშაბათი ასევე თვის ყველაზე ცუდი დღე იყო.


CNBC აღნიშნავს, რომ მისმა ინდექსმა 1.46% დაკარგა, 7993.6-ით შემცირდა. Dow Jones- ის ინდექსი კი, 0.53% -ით დაიხურა და 26,807.77 პუნქტს მიაღწია.




ვაჭრობის დასრულებისთანავე Amazon– ის აქციები 2.4%-ით დაეცა, ხოლო Facebook-ის აქციების 2.97%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. Forbes-ის Real-Time-ის თანახმად, რომელიც რეალურ დროში განახლებულია, კომპანიის დამფუძნებლების, მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების ქონებაც შემცირდა. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის ქონება - 2,5 მილიარდი დოლარით (-2.26%), ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონება 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. (-2 , 9%). სამშაბათის მონაცემებით, ბეზოსი და ცუკერბერგმა კაპიტალის შემცირების კუთხით ლიდერები გახდნენ.





ინვესტორ უორენ ბაფეტის ქონება 0.9%-ით ანუ 745 მილიონი დოლარით შემცირდა. Oracle- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლარი ელისონამ თითქმის 973 მილიონი დოლარი დაკარგა. TOP-5 უმდიდრეს ამერიკელიდან, ყველაზე ნაკლებად ბილ გეითსი დაზარალდა. მისი ქონება 0.2%-ით ანუ 210 მილიონ აშშ დოლარით შემცირდა. მთლიანობაში კი, ხუთი უმდიდრესი ამერიკელის სიმდიდრე 6.4 მილიარდი დოლარით დაეცა. აღსანიშნავია ასევე, Tesla- ს დამფუძნებლის ილონ მასკის ზარალი, მისი ქონება 898 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.

 



ბაზრების ვარდნა და ზარალი საფონდო ინდექსებზე რეაქცია იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის განცხადებაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი დაანონსა. საქმე ეხება 25 ივლისს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების საუბარს. თეთრი სახლის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც პელოსი აცხადებს, არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.