მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ქონება თეთრი სახლის დატოვების შემდეგ $600 მლნ-ით გაიზარდა

624d7db82231e
მარიამ ადამია
06.04.22 20:50
1086
Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიის მიხედვით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება დაახლოებით $600 მილიონით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან თეთრი სახლი დატოვა. შესაბამისად, მილიარდერი რეიტინგში თითქმის 300 პოზიციით, ძირითადად ახალი სოციალური მედიააპლიკაციის, Truth Social-ის წყალობით დაწინაურდა. კონკრეტულად კი, BusinessInsider-ის ცნობით, პლატფორმის განვითარებამ ტრამპის ქონება $430 მილიონით გაზარდა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ალტერნატიული სოციალური ქსელის შექმნა მან ოქტომბერში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2021 წელს, ის Twitter-ზე დაბლოკეს.

ტრამპის შემოსავლების მატების მიუხედავად, Truth Social-მა რთული პერიოდი გაიარა, რადგან აქტიური მომხმარებლების მოზიდვა გაუჭირდა. მათი დღიური მაჩვენებელი 513 000-ია, როცა Twitter-ს ყოველდღიურად 217 მილიონი მომხმარებელი ემატება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპს დიდი ძალისხმევა სოციალური ქსელის განვითარებაში არ ჩაუდია. ამასთან, როგორც ჩანს, მათ ვინც ტრამპის სოციალური ქსელი პირველად გამოიყენეს, არც ისინი დარჩნენ იქ დიდი ხნით. ახალ სოციალურ ქსელში მომხმარებელი საიტზე საშუალოდ მხოლოდ 90 წამით ჩერდებოდა. 

ამჟამად დონალდ ტრამპი Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 1012-ე ადგილს იკავებს.