მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაცია Amazon-ზე ყალბი პროდუქციის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს

5e2ed1c87895e
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 16:50
875
ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, Amazon-ის გვერდიდან ყალბი პროდუქციის გაყიდვა აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Department of Homeland Security აცხადებს.

როგორც გამოცემა CNBC წერს, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ დაიწყებენ იმ შემთხვევების იდენტიფიცირებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ინტერნეტით ყალბი საქონლით ვაჭრობასთან და „მათ შეეფარდებათ სხვადასხვა ჯარიმები“.

ახალი ინიციატივა, სამართალდამცავებს აძლევს უფლებას, ეჭვის შემთხვევაში შეამოწმონ აშშ-ის საწყობები და თუკი აღმოაჩენენ ყალბ პროდუქციას, გაანადგურონ.

როგორც Department of Homeland Security-ი აცხადებს, აშშ-ის მთავრობამ საზღვრებზე ყალბი პროდუქციის გადატანის 33,810 დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა, მაშინ როცა ეს რიცხვი 2000 წელს მხოლოდ 3,244 უტოლდებოდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ინიციატივა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერა.