მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკის სტიმულირებისთვის $1 ტრილიონის გამოყოფას გეგმავს

5e71ca8e5e957
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 11:13
876
თეთრი სახლი 1 ტილიონამდე აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს ეკონომიკის სტიმულირებისთვის. როგორც ჩანს ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ებრძოლოს კორონავირუსის პანდემიის ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, უმუშევრობამ შესაძლოა აშშ-ში 20%-ს მიაღწიოს, თუკი კონგრესი ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს არ აამოქმედებს.

“ეს არის დიდი რიცხვი და ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში, ჩვენი ინიციატივაც ამას გულისხმობს, ერთი ტრილიონი დოლარის ჩადებას“, – აცხადებს სტივენ მნუჩინი.

მისივე განმარტებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი დოლარის ქვითარს მიიღებს და ჯამში ამ მიმართულებით 250 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება.

„ამერიკელებს ახლა ნაღდი ფული სჭირდებათ და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში,”- განაცხადა სტივენ მნუჩინმა.

CNBC-ის ცნობით, 50-100 მილიარდი დოლარი იმ ავიაკომპანიებისთვის გამოიყოფა, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების გამო, გაკოტრების საფრთხის საფრთხე ემუქრება. 200-300 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის კრედიტების სახით გაიცემა, 200 მილიარდი დოლარი სტაბილიზაციის ფონდებისთვის გამოიყოფა.