მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაციამ $1,3 მლრდ-ის ღირებულების ფრანგულ პროდუქციაზე ახალი ტარიფები დააწესა

5f097a3fef982
თამთა ჯიჯავაძე
11.07.20 14:00
1372
ტრამპის ადმინისტრაციამ $1,3 მლრდ-ის ღირებულების ფრანგულ პროდუქციაზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. ტარიფები საფრანგეთის მიერ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დაწესებული გადასახადის ერთგვარი პასუხია. ოფიციალური ვაშინგტონი ამბობს, რომ პარიზის მიერ დაწესებული ციფრული მოსაკრებელი არასამართლიანად იღებს მიზანში ამერიკულ კომპანიებს.

კერძოდ, ფრანგული კანონმდებლობით, ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომელთა მოგებაც საფრანგეთში €25 მილიონს და გლობალურად €750 მილიონს აჭარბებს, 3%-იანი გადასახადის გადახდა ევალებათ. ამ კომპანიათა სიაში მოხვდნენ Google-ი, Amazon-ი, Facebook-ი და Apple-ი.

ამერიკის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფების გადახდა კი მოუწევს ისეთი ფრანგული პროდუქციის ექსპორტიორებს, როგორიცაა კოსმეტიკა, ხელჩანთები და ა.შ. თუმცა, აღნიშნული ტარიფები 2021 წლის იანვარამდე არ შედის ძალაში, რისი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.