03.თებერვალი .2020 20:40

ტრამპის დროს აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი ობამას პერიოდს ჩამორჩება

views 1114
უკან

ამერიკული Forbes-ი წერს, რომ აშშ-ს ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წლის მეოთხე კვარტლის მონაცემით, 2.1%-ი შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, 2019 წელს აშშ-ს მშპ მხოლოდ 2.3%-ი იყო, 2018 წელს 2.9%-ი შეადგინა, ხოლო 2017 წელს - 2.4%. სწორედ 2017 წელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული რიცხვები ძალიან შორს არის ტრამპის დაპირებებისგან, რომ ეკონომიკა 4%,5% და 6%-ით გაიზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შემცირდა ბიზნეს ინვესტიციები, ერთადერთი სექტორი, სადაც ინვესტიციები არ შემცირებულა გასულ სამ კვარტალში არის ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტები.

დეკემბრის კვარტალში სამომხმარებლო ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდა და ბოლო სამი თვის განმავლობაში 1.8% შეადგინა, მაშინ როცა ივნისის თვეში 4.6%, ხოლო სექტემბერში 3.2% იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ობამას პრეზიდენტობის ბოლო სამ წელიწადში უკეთესი ეკონომიკური ზრდა იყო, ვიდრე ტრამპის დროს არის.

როდესაც ობამამ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მან მემკვიდრეობით რეცესიული ეკონომიკა მიიღო, სამომხმარებლო ხარჯები 2.5%-ს შეადგენდა და ბიზნესინვესტიციებიც 21.2%-მდე იყო შემცირებული.

სწორედ ობამას დროს დაიწყო ამერიკის ეკონომიკამ გაუმჯობესება. მისი პრეზიდენტობის დროს მშპ-ის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო 2.17%, ხოლო ყველაზე კარგი 3.06%. ტრამპის დროს კი ყველაზე მაღალი მშპ-ი 2018 წელს იყო, რა დროსაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.93% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა