მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის განცხადებით, ამერიკას შეიძლება სასუნთქი აპარატები დააკლდეს

5e899a3c39df6
ელენე კვანჭილაშვილი
05.04.20 12:43
1514
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკას შეიძლება სასუნთქი აპარატები დააკლდეს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ადრე, როცა შტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეს აპარატები ეყიდათ, ისინი ბიუჯეტის თანხებს სხვა მიმართულებით ანაწილებდნენ.

„თუმცა მათიც მესმის, ვის შეეძლო ასეთი რამ წარმოედგინა?!“, - თქვა პრეზიდენტმა შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ დღეს სასუნთქი სისტემის სავენტილაციო აპარატების შესყიდვა პირველი პრიორიტეტია.

დონალდ ტრამპის განცხადებითვე, ნიუ-იორკისთვის უკვე შეკვეთილია 17 ათასი სასუნთქი აპარატი, თუმცა ჯერ სრულად არ მიუღიათ.

CNN-ის დაჟინებულ კითხვაზე - ხომ არ შეიქმნება პრობლემა და კიდევ უფრო მეტად ხომ არ დაამძიმებს ეს სიტუაციას, პრეზიდენტმაც და ვიცე-პრეზიდენტმაც განაცხადეს, რომ კორონავირუსის ცხელი და ნაკლებად ცხელი კერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, რესურსების - მათ შორის, სასუნთქი აპარატების შესაბამისი გადანაწილება მოხდება.

უახლესი მონაცემებით, მთელი ამერიკის მასშტაბით დაინფიცირებულთა რიცხვი 311,617-ს აღწევს, გარდაცვლილია 8 454 ამერიკელი. მხოლოდ გუშინ ვირუსმა 1,331 პაციენტი იმსხვერპლა.