მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის მრჩეველმა თეთრი სახლი დატოვა

5daff43ba272c
მიხეილ ხაჩიძე
23.10.19 10:45
977

ვაჭრობის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი კელი ენ შოუ პოსტს ტოვებს და თეთრი სახლიდან მიდის.


საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ "დიდი შვიდეულის" და
"დიდი ოცეულის" სამიტებზე ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი თანამდებობის დატოვების შემდეგ, კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ შოუ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი იყო. გარდა ამისა, ის სამიტების წინ უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებს და აუდიენციებს აწარმოებდა.