მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის სამიზნე "სამშობიარო ტურიზმია" - ორსულებისთვის შესაძლოა აშშ-ის ვიზის აღება გართულდეს

5e2588ce82c7f
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 15:35
1179
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო ფრონტზე ახალი სამიზნე აქვს. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ “სამშობიარო ტურიზმს“, როდესაც ორსული ქალი სხვა ქვეყნიდან სტუმრობს ამერიკას, რათა ახალშობილებმა ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღოს. აღნიშნულის შესახებ Axios.com წერს.

”ეს ცვლილება გამიზნულია ეროვნული უსაფრთხოების ასამაღლებლად და სამართალდრღვევების თავიდან ასაცილებლად, რაც თან ახლავს “სამშობიარო ტურიზმს“, რადგან დანაშაულებრივი საქმიანობები ხშირად უკავშირდება აღნიშნულ სფეროს“, - განუცხადა ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-ს.

ასეთი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში, შეიცვლება B ტიპის ვიზის გაცემის წესები, რომლებიც მოკლე ვადით, ტურისტული ან საქმიანი მიზნით მსურველებზე გაიცემა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ექნებათ უფლება, უარი თქვან ვიზის გაცემაზე თუ ჩათვლიან, რომ ტურისტის მიზანი აშშ-ში შვილის მიერ მოქალაქეობის მიღებაა.