16.აგვისტო .2019 17:40

ტრამპის სანქციებმა რუსეთი გაამდიდრა

views 7166
უკან

ტრამპის სანქციების შედეგად, რუსეთი 1 მილიარდი დოლარით გამდიდრდა - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელასა და ირანს ნავთობზე სანქციები დაუწესა, გაიზარდა რუსულ ნავთობზე მოთხოვნა, შედეგად კი, რუსმა ექსპორტიორებმა 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე 1 მილიარდი ამერიკული დოლარი იშოვეს.

რუსული ნავთობი "ურალის ნავთობით" არის ცნობილი, ის რუსული საექსპორტო ბრენდია, რომელიც ტრანსნეფტის მილსადენის სისტემაში უგრას, იამალის, ბაშკირეთის, თათარსტანისა და სამარის რეგიონებიდან ე.წ. მძიმე ზეთის შერევით მიიღება. მისი მთავარი მწარმოებლები კი "როსნეფტი", "ბაშნეფტი", "ლუკოილი", "სურგუტნიფტეგაზი", "გაზპრომი ნეფტი" და "ტატნეფტი" არიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მთავრობამ სანქციები ვენესუელას მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაუწესა, ხოლო ირანის მიმართ მკაცრი შეზღუდვები მაისში ამოქმედდა.