მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ვარაუდით, კორონავირუსის დამარცხება სადეზინფექციო საშუალების ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით შესაძლებელია

5ea2bfee3c3df
ნათია თაქთაქიშვილი
24.04.20 15:00
854
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ის ექიმი არ არის და ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

„ვხედავ, რომ სადეზინფექციო საშუალება ერთ წუთში ანადგურებს მას. არსებობს გზა, რომ რამე გავაკეთოთ, შიგნით შეყვანით ან თითქმის გაწმენდით? რადგან, თქვენ ხედავთ, რომ ის ფილტვებში აღწევს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამის გამოცდა საინტერესო იქნებოდა.

„საინტერესო იქნებოდა ამის გამოცდა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს ჩემთვის საინტერესოდ ჟღერს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა გამოთქვა ასევე ვარაუდი, რომ ინფიცირებულების მკურნალობა, შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ულტრაიისფერი შუქის ან ძლიერი სხივის გამოყენებით.

ეს მოსაზრება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეცნიერების და ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ბილ ბრაიანმა ბრიფინგზე წარადგინა მისი გუნდის მიერ შესრულებული კვლევა, რომლის თანახმადაც, ვირუსი ნაკლებად ცოცხლობს თბილ გარემოში.

დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ რამდენიმე ცნობილმა ექიმმა მოსახლეობა სადეზინფექციო საშუალებების ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენების საშიშროების შესახებ გააფრთხილა.