მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა აშშ-ის სამუშაო ვიზის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეზღუდა

5ef1b807dfdeb
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 12:20
1867
აშშ-ისპრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემის 2020 წლის ბოლომდე შეჩერებას ითვალისწინებს. აკრძლავები ძალაში 24 ივნისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Business Insider-ი ავრცლელებს.

ტრამპის ახალი აკრძალვები შეეხება შემდეგი კატეგორიის ვიზებს: H-1B ვიზა, L-1 ვიზა, J ვიზა, H-2B ვიზას. აღსანიშნავია, რომ H-1B (სპციალობით მომუშავეთათვის) ვიზა დაგჭირდებათ, თუ შეერთებულ შტატებში წინასწარ დაგეგმილი პროფესიული სამუშაოს შესასრულებლად მიემგზავრებით; L-1 (კომპანიის შიდა გადაადგილებული პირებისათვის) ვიზა საჭიროა, თუ მუშაობთ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც დროებით აშშ-ში იმავე კომპანიის ცენტრალურ განყოფილებაში, ფილიალში ანდა შვილობილ კომპანიაში მიემგზავრებით; J ვიზაგანკუთვნილია მკვლევარებისთვისდა აკადემიკოსებისთვის, ხოლო H-2B -სეზონური მუშახელისთვის.

როგორც თეთრი სახლის ადმისტრაცია აცხადებს, ამ ნაბიჯით აშშ-ში 520,000-მდე სამუშაო ადგილი გამოთავისუფლდება, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრობის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენბლებს შეარბილებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკოსების ვარაუდით ეს ნაბიჯი ემიგრაციის შეზღუდვის მიზნით კეთდება.