მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრამპმა ჩინეთთან მნიშვნელოვანი სავაჭრო გარიგების მიღწევის შესახებ გამოაცხადა" - CNBC

5da35f55374b1
მიხეილ ხაჩიძე
13.10.19 22:30
1593
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან მნიშვნელოვანი სავაჭრო გარიგების მიღწევის შესახებ გამოაცხადა, - ინფორმაციას CNBC ავრცელებს.



”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც პირველ ეტაპზე სავაჭრო უთანხმოების მოგვარებას განიხილავს”, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ”მეორე ეტაპიც დაუყოვნებლივ დაიწყება”.



Associated Press- ის ცნობით, ამერიკული მხარე შეთანხმდა, უარი თქვას ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების გაზრდაზე, რომელიც მომდევნო სამშაბათს იყო დაგეგმილი. ამის სანაცვლოდ კი, ჩინეთი, შტატებიდან უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ყიდვას დათანხმდა.



Bloomberg-თან საუბრისას შტატების ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მომავალი სამშაბათიდან ჩინეთისთვის საბაჟო გადასახადები ნამდვილად აღარ გაიზრდება.



შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მწვავე დაპირისპირება მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შეჩერებული სავაჭრო მოლაპარაკებები ორ უდიდესი ეკონომიკის ქვეყანას შორის გუშინ განახლდა. პირველი შეხვედრა ვაშინგტონში შედგა.