მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა კორონავირუსთან საბრძოლველად ერთი კვარტლის ხელფასი - $100,000 გადარიცხა

5e5f4f2768d37
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.20 11:20
884
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი კვარტლის ხელფასი -  100.000 დოლარი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის ჯანდაცვის დეპარტამენტს გადაურიცხა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ტრამპის მხრიდან ეს დონაციის პირველი შემთხვევა არ არის. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დონალდ ტრამპი თავის ხელფასს, რაც დაახლოებით, 400,000 აშშ დოლარია, რეგულარულად ურიცხავს სხვადასხვა უწყებებსა და ფონდებს, მაგალითად, როგორიც არის ეპიდემიებთან, ალკოჰოლთან და ნარკომანიასთან ბრძოლა.

ტრამპმა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა 2016 წელს ვალდებულება აიღო, რომ პრეზიდენტობის პოსტზე თავისი ხელფასი შემოწირულობის სახით გაანაწილოს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 93,191 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3,203 აღწევს; გამოჯანმრთელდა 50,984 პაციენტი.