მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ნავთობის რეზერვების გამოყენების ბრძანება გასცა

5d7f4fe143987
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 14:22
4627

საუდის არაბეთის ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნავთობის რეზერვების გამოყენების განკარგულება გასცა.



როგორც დონალდ ტრამპმა Twitter -ზე დაწერა, თავდასხმა ფასების მატებას გამოიწვევს და ამის თავიდან აცილების მიზნით, მარაგი უნდა გამოიყენონ.



საუდის არაბეთის აღმოსავლეთით, ორ უდიდეს ნავთობტერმინალზე ბოქიაქსა და ჰურაისში  "დრონების თავდასხმა" ორი დღის წინ მოხდა, რამაც ადგილზე ძლიერი ხანძრის კერები გამოიწვია. შედეგად მსოფლიო ბაზარზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ნავთობზე ფასები რეკორდულად, უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა. 


აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.

შემთხვევის გამო, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება ამ ეტაპისთვის 50%-ით არის შემცირებული.