მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა ოსკარების საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ "პარაზიტს" დასცინა

5e4f90099c2d6
ნათია თაქთაქიშვილი
22.02.20 00:20
1113
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულ ფილმს, „პარაზიტს“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აშშ-ს და სამხრეთ კორეას არასახარბიელო ურთიერთობები აქვთ.

„როგორი ცუდი იყო აკადემიის დაჯილდოება წელს და „ოსკარი“ გადაეცა სამხრეთ კორეულ ფილმს. რა ჯოჯოხეთია? საკმარისი პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის კუთხით და ამ ყველაფრის შემდეგ მათ წლის საუკეთესო ფილმის ტიტული მიანიჭეს?“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ფიქრობდა, რომ „პარაზიტი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოს აიღებდა.

„მაგრამ არა, ის საუკეთესო ფილმად დასახელდა. ასეთი რამ მანამდე მომხდარა? შეიძლება ისეთი ფილმების დაბრუნება, როგორიც მაგალითად „ქარწაღებულნი“ არის?“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ (Parasite) გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა.