მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა თავდაცვის მდივანი გადააყენა

5fa98c50cc628
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 22:35
1448
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა. მისივე თქმით, მას კრისტოფერ მილერი ჩაანაცვლებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კონტრტერორიზმის ეროვნული ცენტრის დირექტორი კრისტოფერ მილერი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგება", – დაწერა ტრამპმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, მარკ ესპერმა თავდაცვის მდივნის პოსტი 2019 წლის ივნისში დაიკავა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი არ აღიარებს გასულ კვირას აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.