მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა თურქეთისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

5db0abaeae6d1
BM.GE
23.10.19 23:45
743

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. სანქციები მოიხსნება, თუ რამე ისეთი არ მოხდება, რაც ჩვენ არ გაგვახარებს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში სამხედროების მცირე ნაწილი მაინც დარჩება, რათა ნავთობ-ობიექტები დაიცვას.

ამას გარდა, მან ამერიკის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა-თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ თურქეთს სანქციები 9 ოქტომბერს, სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესა.