19.აგვისტო .2019 20:00

ტრამპს ჩინურ Huawei-სთან ბიზნესის წარმოება არ სურს

views 242
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩინურ ელექტრომწარმოებელ გიგანტ Huawei-სთან ბიზნესის წარმოება არ სურს - ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.


საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა თავად გააკეთა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მიზეზი უსაფრთხოების საკითხია.

„ამ მომენტისთვის, როგორც ჩანს, ჩვენ არ ვგეგმავთ Huawei-თან ბიზნესი ვაწარმოოთ. მე პირადად, საერთოდ არ მინდა, მასთან ბიზნეს ურთიერთობა მქონდეს, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა აშშ-iს პრეზიდენტმა.

თუმცა აRსანიშნავია ისიც, რომ როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, აშშ-iს კომერციის დეპარტამენტი Huawei-ს „დროებით ზოგად ლიცენზიას“ 90 დღით გაუხანგრძლივებს, რაც მას მომხმარებელთა მომსახურების მიზნით, ამერიკული კომპანიებისგან პროდუქციის ყიდვის საშუალებას ამ პერიოდის განმავლობაში ისევ აძლევს.