მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – თეთრი სახლი

5e6dbf2f31616
დავით ჯალაღონია
15.03.20 09:35
1375
აშშ–ის პრეზიენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, CNN–ის ცნობით, თეთრი სახლი ავრცელებს.

ტრამპმა ტესტი გასულ პარასკევს, მას შემდეგ გაიკეთა, რაც კორონავირუსით დაავადებულ ორ პირთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ერთ–ერთი ბრაზილიის დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 2 816 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 58 ინფიცირებული გარდაიცვალა.