მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს სტუდენტური სესხის პატიების პროგრამის გაუქმება სურს

5e43d6d18c315
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 00:00
1004
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოპულარული სტუდენტური სესხების პატიების პროგრამის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპის მიერ კონგრესისთვის ორი დღის წინ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის არის განათლების სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება 5.6 მილიარდი აშშ დოლარით. თუკი კონგრესი ტრამპის შეთავაზებას მხარს დაუჭერს, მაშინ სტუდენტური სესხების პატიების პროგრამა გაუქმდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სტუდენტური სესხების პატიების პროგრამის გაუქმებით, აშშ-ს მთავრობა იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვან თანხებს დაზოგავს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ პროგრამის გაუქმება ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც სესხებზე წვდომაზე, ასევე ზოგიერთი პროფილის სამუშაო ადგილებზე.

შეგახენებთ, სტუდენტური სესხების პატიების პროგრამა 2007 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინიციატივით შეიქმნა. ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსესხებელს ვალი გაუნულდება, თუ პირველი 10 წლის განმავლობაში მისი გადახდების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამასთანავე, კანდიდატი უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში ან არაკომერციულ ორგანიზაციაში სრულ განაკვეთზე.