მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2 მთავარი პრობლემა - კვლევა და რეკომენდაციები კალაძეს

5f340d3de07d0
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 20:20
2760
რა არის ის ორი მთავარი პრობლემა, რომლებიც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა გამოასწოროს – ამ კითხვაზე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, თბილისში გამოკითხულთა 29%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა, 17%-მა უკანონო მშენებლობები, 15%-მა – ინფრასტრუქტურული პრობლემები/გზები, კიდევ 15%-მა – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 14%-მა საცობები, 9%-მა უმუშევრობა, 8%-მა მწვანე სივრცეები, 7%-მა მოწყვლადი ადამიანების მიმართ არასაკმარისი ყურადღება, 6%-მა – ეკონომიკის დაბალი დონე, 4%-მა ძველი უბნებისადმი ყურადღების ნაკლებობა, ხოლო დანარჩენმა პარკები, მაწანწალა ძაღლები, ავტომობილების არასწორ ადგილას პარკირება, დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, პენსიების ზრდა, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრების არარსებობა და ა.შ.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.