მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Translive-ის პლატფორმის პრეზენტაცია

63566d7b55d62
BM.GE
24.10.22 14:47
890
25 ოქტომბერს, “რადისონ ბლუ ივერია” უმასპინძლებს Translive-ის მიღებას, რომელიც შეეხება ლოგისტიკის დარგის მიმოხილვასა და თანამედროვე გამოწვევების ციფრულ გადაწყვეტას.

Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. წარმოიდგინეთ, ერთ სივრცეში მოქცეული ასობით გადამზიდავი, რომელთა შეთავაზებასაც ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს ტვირთის მფლობელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში. Translive-ის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი ხედვა, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც იძლევა პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას. რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებელია შეუზღუდავი წვდომა აქტუალური მარშუტების საბაზრო ფასებზე.

საქართველოში, ლოგისტიკის სფერო გადადის ახალ ფაზაში, რომლის მთავარი იდეა - სისტემის გაციფრულება, ხოლო მიზანი გამარტივებული პროცედურები და დროის ეფექტურად მართვაა. დღესდღეობით, ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას.

ღონისძიებაზე TBC Capital-ი ექსკლუზიურად წარადგენს უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ლოგისტიკური დარგის სრულ ანალიზს. ასევე, სადაზღვევო კომპანია Aldagi წარადგენს ტვირთის დაზღვევის უახლეს პროდუქტებს.