მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტი და ჯანდაცვა - საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის სფეროებს გამოიკვლევს

609bee7733992
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.21 20:00
430
საქსტატი 2021 წელს ახალ მიმართულებებს გამოიკვლევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური აპირებს, დაუკვირვებადი ეკონომიკის კონკრეტული სფეროები გამოიკვლიოს, როგორიცაა ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სფეროები. გასულ წელს დაუკვირვებადი მიმართულებით, საქსტატმა განათლებისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროები იკვლია.

უწყების ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე “საქმის კურსთან” განმარტავს, რის მიხედვით არჩევენ სფეროებს დაუკვირვებადი ეკონომიკიდან. მისი განმარტებით, დარგის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია შესაბამის სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის ალბათობა.

“ჩავთვალეთ, რომ ამ 2 სექტორში, ჯანდაცვასა და ტრანსპორტში, შეიძლება მაღალი იყოს დაუკვირვებადი ეკონომიკის ალბათობა და გადავწყვიტეთ მათზე დაკვირვება”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მისი თქმით, კვლევისას საქსტატი აქცენტს გააკეთებს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებაზე დახარჯულ თანხებსა და იმ შემოსავლებზე, რომლებსაც ჯანდაცვის ობიექტები იღებენ.

“ტრანსპორტის ნაწილში განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მსუბუქი ტაქსების შემოსავლების ნაწილზე. ასევე გამოვიკვლევთ მოსახლეობის ხარჯებს ამ მიმართულებით”,- აცხადებს გოგიტა თოდრაძე.