მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსპორტის გაჩერებამ მგზავრების უკანონო გადაყვანა გამოიწვია“ - რა რისკებს აჩენს აკრძალვა

6008669e3b344
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 22:41
1274
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებით ეპიდემიოლოგიური რისკები უფრო მძაფრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტრანსპორტის აკრძალვამ უკანონო სადგურების გაჩენა და მგზავრების უკანონო გადაყვანა გამოიწვია, რაც საგზაო უსაფრთხოების ნაწილში სტანდარტს აუარესებს და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც კონტროლი აღარ ხდება“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

ის სექტორში უმუშევრად დარჩენილთა სტატისტიკას ასახელებს და ეპიდემიოლოგებს მათ კითხვებზე პასუხს სთხოვს.

„ტრანსპორტის სფეროს გაჩერებამ ამ ეტაპზე დაახლოებით 50 000 ადამიანი დატოვა უმუშევარი, მაშინ როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს სრული დატვირთვით, ოღონდ რა თქმა უნდა, შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

პირველ რიგში ეპიდემიოლოგებს გაგვცენ პასუხი - რატომ არ არის საშიში რომ მგზარების გადაყვანა ხდება უკანონოდ და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება?“, - მიმართავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ეპიდემიოლოგებს.

ცნობისთვის, საქართველოში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ნოემბრის ბოლოდან შეჩერებულია. საზოგადოების ნაწილი 1 თებერვლიდან მის ამოქმედებას ითხოვს.