უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რეგულაციები გამკაცრებულია - დიდ ქალაქებში აკრძალულია ტრანსპორტი, გასართობი ღონისძიებები, ხოლო რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ნაცვლად 00:00 საათისა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დაახლოებით 80%-ით უნდა გაუმჯობესდეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვებს მოქალაქეები სათანადოდ დაიცავენ. პრემიერ-მინისტრი კი გვარწმუნებს, რომ გამკაცრებული რეგულაციები ეკონომიკურ ზრდაზე არ აისახება.
არსებული გადაწყვეტილების შესაფასებლად BM.GE-მ „ლილო მოლის“ გენერალურ დირექტორს გიორგი კვარაცხელიას მიმართა. ის აცხადებს, რომ მსგავსი პერიოდი სავაჭრო ცენტრმა უკვე გამოიარა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში მომხმარებელთა აქტივობა და ბაზრობის დატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება.
„როდესაც ტრანსპორტი ჩერდება კლება ყოველთვის შესამჩნევია. რთულია ამის პროცენტულად დათვლა, თუმცა როგორც წესი, ტრანსპორტს ბაზრობის დატვირთვაში დაახლოებით 40% მაინც უკავია, სრულად ამდენი არ აკლდება, რადგან მომხმარებელთა ნაწილი პირად ავტომობილებზე გადადის და ისე მოდის ლილოში, თუმცა კლება გვექნება“, - ამბობს კვარაცხელია.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავის დროზე ხელისუფლებას რეგულაციები ძალიან მკვეთრად არ შეერბილებინა: „ჩემი აზრით, შეზღუდვების ნაწილი არ უნდა მოეხსნათ, თუნდაც პირბადის ტარების ნაწილში და კომენდანტის საათიც, რომ არ მოხსნილიყო, უკეთესი იქნებოდა“.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო