მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტის სრულ აკრძალვაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია - ირაკლი ჩიქოვანი

5e733d63489da
ინგა მურუსიძე
19.03.20 13:33
1175
სრულ შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჩვენ დავინტერესდით, აპირებს თუ არა მთავრობა საზგოადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას კორონავირუსის განვრცელების თავიდან ასაცილებლად.

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

„ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გაცემული გვაქვს რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ყველა დარჩეს სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდეს. ის რეკომენდაციები, რომელიც იქნა გაცემული საჯარო სექტორზე, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ყველა იმ თანამშრომლის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოცხადდეს სამსახურში და ასევე ის რეკომენდაცია, რომელიც აქვს კერძო ბიზნესს, ესეც ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს. სრულ შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.