30.იანვარი .2020 09:45

ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემები რაჭაში - რას ამბობს კერძო სექტორი

views 266
უკან

"რაჭიდან დილის 9 საათიდან წასვლა, ან თბილისიდან აქ ჩამოსვლა, დიდ პრობლემას წარმოადგენს", - ამის შესახებ რაჭის სასტუმრო "გარემოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მირანდუხტ დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანის თქმით, სამგზავრო ტრანსპორტზე დაბალი ხელმისაწვდომობა რეგიონის სტუმრებს პრობლემას უქმნის. 

"აეროპორტი მართლა ძალიან კარგია, თან იმ დროს, როცა სასტუმროსთან ძალიან ახლოს არის და დღესაც კი, მით უმეტეს, თოვლიან პერიოდში, ძალიან კომფორტულია 30 წუთში თბილისიდან ამბროლაურში ჩამოხვიდე. ჩვენი სტუმრები, რა თქმა უნდა, სარგებლობენ აეროპორტით, მაგრამ თუ ვისაუბრებთ სამარშრუტო ტაქსზე, ჩვენგან უკვე დილის 9 საათიდან წასვლა, ან თბილისიდან წამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ ლოკაციებიდან მხოლოდ დილით ადრე გამოდის ტრანსპორტი. მაგალითად, ჩვენთან სტუმრები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, რომ ცოტა მოგვიანებით წასულიყვნენ რაჭიდან, ყველა გზა განვიხილეთ, მაგრამ ვერ მოხერხდა", - აცხადებს სასტუმრო "გარემოს" დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა