მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება... არ მომერიდებოდა ამის პირდაპირ თქმა“ - კალაძე

61c56fb60717f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.21 11:10
2020
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მგზავრობის ტარიფი არ იზრდება. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. კალაძის თქმით, ეს რომ ასე იყოს, ამის პირდაპირ თქმას არ მოერიდებოდა.

„როგორც კი პირველი განაცხადი გავაკეთე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყეს აზრის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება. არ ძვირდება, მეგობრებო. ეს ასე რომ ყოფილიყო იმის შნო და შესაძლებლობა, მოსახლეობასთან ის დამოკიდებულება მაქვს, რომ პირდაპირ ვეტყოდი, არ მომერიდებოდა. შეიძლება ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ის შეღავათები, რაც აქამდე მოქმედებდა, ინტეგრირებული სისტემის ფარგლებშიც იმუშავებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება, 53% სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ: ეს არის 10-, 20-თეთრიანი და უფასო მგზავრობები. ეს შეღავათი რჩება. ეს შეღავათები ვრცელდებოდა მხოლოდ მეტროსა და ავტობუსებზე, რადგან მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი, ამ 53%-ზე ეს არ ვრცელდებოდა და მიკროავტობუსში ამ ადამიანებს 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ გადაწყვეტილებით ინტეგრირება გავაკეთეთ მეტროს, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და საბაგიროსი. ისინიც ჩართულია ამ პროგრამაში და ამ 53%-ს 10-20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც შეეძლებათ. ამ ჯგუფში არიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები, ვრცელი ჩამონათვალია, ვისაც ეს შეღავათები ეკუთვნით“, - თქვა მერმა.

კახა კალაძე შეეცადა მგზავრობის ღირებულება დაეანგარიშებინა და განაცხადა, რომ წლიური აბონემენტი ყველა მგზავრისთვის მისაღები იქნებოდა.

„ამ 47%-ს რომ შევხედოთ, ზოგადად თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის სამი, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში - 2.5, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ბაზარში, მაღაზიაში და ა.შ. ამაზე კვლევებია ჩატარებული. საშუალოდ სამთვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ნიშნავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის პირობებში 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი აბონემენტებით, სამი თვის მაგალითზე რომ ვნახოთ, 114 ლარის ნაცვლად გადაიხდის 100 ლარს. 6 - თვიანი პაკეტი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს. 1-წლიანი რომ აიღონ, კიდევ უფრო ნაკლებს. 

იყო კატეგორია ადამიანების, რომლებიც სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდებოდა, ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა. მეორე კატეგორიაა, ვინც იყენებდა მეტროს, ავტობუსს და ასევე მიკროავტობუსს - მას 1 ლარი და 30 თეთრი უჯდებოდა მგზავრობა. არის მესამე კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მგზავრობა 1 ლარი და 80 თეთრი უჯდებოდათ, რადგან ლილოდან კონკრეტულ ლოკაციამდე, რომ წამოხვიდე 1.3 ლარი ღირს და პლუს ემატებოდა 50 თეთრი ან მეტრო ან საზ. ტრანსპორტი. უხეშად რომ დავთვალოთ, 1 ლარის პირობებში წელიწადში მათ მგზავრობა უჯდებოდათ 365 ლარი, ამას გამოვაკლოთ უქმეებიც და შესაბამისად, დავაკლოთ კიდევ 30 ლარი. 1-წლიანი პაკეტის ღირებულება კი 250 ლარია, თვეში გამოდის 20 ლარი - რამდენიც გინდა იარე, არ ხარ შეზღუდული. ყველაზე მთავარია, რომ თუ ავტობუსიდან მიკროავტობუსში გადაჯდომა გიწევდა და იქ უნდა გადაგეხადა 80 თეთრი, დღეს უკვე ყველაფერი ინტეგრირებულია“, - განმარტა კახა კალაძემ.