მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Travel Box – ახალი პროდუქტი, რომელიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ

6149a7704f2d2
ინგა მურუსიძე
21.09.21 13:38
2183
უკვე მეორე წელია, Covid-19 ადამიანებს თავისი წესებით ცხოვრებას აიძულებს. პანდემიით გამოწვეული რეგულაციები განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა საერთაშორისო ტურიზმისთვის, რაც ბუნებრივია, საქართველოსაც ეტყობა - 7 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $505,1 მილიონის შემოსავალი მიიღო, თუმცა როგორც ხშირად ამბობენ - covid-მა შესაძლებლობებიც გააჩინა და თუ ტურიზმზე ვსაუბრობთ, შეიძლება, თავისუფლად ვთქვათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შიდა ტურიზმი უფრო და უფრო პოპულარული გახდა, რაც სტატისტიკური რიცხვებითაც მყარდება - საქსტატის უახლესი ანგარიშის თანახმად, მეორე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურიზმის მოცულობა გაორმაგდა - 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,415,000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 109%-ით მეტია.

ამ დროს გაჩნდა Travel Box-ც - სრულიად ინოვაციური პროდუქტი მოგზაურობის მოყვარულებისთვის, რომელიც თქვენ გემოვნებაზე მორგებულ სერვისს გთავაზობთ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად. Travel Box-ის შეძენა წელიწადის ოთხივე სეზონზე შეგიძლიათ. უფრო მეტს ახალ ტურისტულ სერვისზე კომპანიის დამფუძნებელი მოგვიყვება - სოფო ლაზარეიშვილთან ინტერვიუ bm.ge-მ ჩაწერა.

- სოფო, პირველ რიგში, გაგვაცანით Travel Box - როდის გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა?

Travel Box-ის, იგივე სამოგზაურო ყუთის შექმნის იდეაზე ფიქრი ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყე, თუმცა პანდემიამ და კარგმა გუნდმა იდეის სისრულეში მოყვანა დააჩქარა. სამოგზაურო ყუთი შეიქმნა მოგზაურობის მოყვარულთათვის, რომლებიც მოგზაურობას და დასვენებას ვეღარ ახერხებდნენ. გადავწყვიტეთ ამ გზით მათთვის კომფორტული განტვირთვის საშუალება მიგვეცა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი გვყავს უამრავი კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი.

- რას სთავაზობს Travel Box მომხმარებელს - რისი შეძენა შეუძლიათ მოგზაურობის მოყვარულებს თქვენთან და რამდენად ხელმისაწვდომ ფასად?

Travel Box-ის შეთავაზება წელიწადის სეზონების შესაბამისია - „შემოდგომის სამოგზაურო ყუთის“ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს სასტუმროს ვაუჩერს 2 ღამით 2 პერსონაზე, თავის მოვლის საშუალებებს და ბრენდირებულ ნივთებს. „შემოდგომის ყუთის“ სასტუმროს ვაუჩერის გამოყენების ვადაა 01.09-30.11.2021. ყუთის ყიდვის მსურველებს აქვე ვეტყვი, რომ აუცილებელია, ყუთის შეძენის დროს მიუთითოთ რეგიონი, ხოლო შეძენის და გახსნის შემდეგ სიურპრიზად აღმოაჩენთ სწორედ ამ რეგიონში მდებარე საუკეთესო სასტუმროებიდან ერთ-ერთს. ჩვენი შემოდგომის სამოგზაურო ყუთი საუკეთესოა და მოგზაურობით მიღებულ სიამოვნებასთან ერთად, საუკეთესო განტვირთვაც გელოდებათ შემდეგ სასტუმროებში: კახეთი - ‘ამპელო’, „ზუზუმბო რეზორტი და სპა“, „შატო მერე“, „ახაშენის ღვინის კურორტი და სპა“, ჰოლიდეი ინნ თელავი“, სამცხე-ჯავახეთი - „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“; სამცხე-ჯავახეთი (სამთო კურორტი)-რუმს ჰოტელ კოხტა; მცხეთა-მთიანეთი - „რუმს ყაზბეგი“; მცხეთა-მთიანეთი (სამთო კურორტი)-მარკო პოლო გუდაური; სამეგრელო- „ლეთო“ ; იმერეთი- „საირმე რეზორტი“; აჭარა - „ტაპი რუჟი“, „კასტელო მარე“;

აქვე გეტყვით, რომ სასტუმროების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადია, რაც ჩვენ „სამოგზაურო ყუთს“ უფრო საინტერესოს ხდის.



- რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მომხმარებელმა „თრეველ ბოქსი“ უნდა შეიძინოს?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენი ბოქსით მოგზაურობა ძალიან კომფორტულია, სხვაგან არ გიწევთ ბევრი ძიება, არჩევანის გაკეთება, სად და რა ფასად დაისვენოთ - თქვენ მხოლოდ დრო უნდა გვითხრათ - სად და როდის გსურთ დასვენება? „თრეველ ბოქსით“ მომხმარებელი 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით სარგებლობს, ხოლო ბოქსის ფასი მხოლოდ 420 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის მეშვეობით: www.travelbox.ge.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კიდევ რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?

მიუხედავად პანდემიისა და არაერთი შეზღუდვისა, ჩვენი კომპანია მუდმივად განახლებაზეა ორიენტირებული. ჩვენი ფიქრის მთავარი ობიექტი მომხმარებელი და მისთვის მეტად კომფორტული, განახლებადი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე შეგვეთავაზებინა ახალი სამოგზაურო ბოქსი: „პრაიმ ყუთი“ და ასევე შემოდგომის სამოგზაურო ყუთი მამაკაცებისთვის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ ყიდვის დროს.

„პრაიმ ყუთი“, რომელმაც მყიდველებში ასევე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროებს: „ჰილტონი ბათუმი“, „შერატონი ბათუმი“. ყუთი მოიცავს სასტუმროს ვაუჩერს 2 ღამე, 2 პერსონაზე, ასევე პრაიმ ბოქსისთვის გამოყოფილ პროდუქტებსა და ჩვენს ბრენდირებულ ნივთებს. შეთავაზებები ამით არ მთავრდება და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, ამაზე გუნდი მუდმივად მუშაობს.

- ბოლო კითხვა - თუ გყავთ კონკურენტი ბაზარზე ან/და რა გამოგარჩევთ სხვა კომპანიებისგან?

მსგავსი პროდუქტი ბაზარზე არ არის; „თრეველ ბოქსი“ სრულიად უნიკალურია, როგორც იდეით, ისე შეთავაზებით და შიგთავსით, რომელიც ყუთში დაგხვდებათ. ვფიქრობთ, ეს ზუსტად ის არის, რაც მოგზაურობის მოყვარულებს სჭირდებოდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში როცა შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება, ბოქსის შეიგთავსიც მეტად მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდება.

ჩვენი მთავარი მოტივატორი მაინც ჩვენი მომხმარებელია.