მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გაათავისუფლეს

63e5158103733
ალა ისპირიანი
09.02.23 19:31
1239
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გაათავისუფლეს.

Bm.ge -ს წყაროს ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო მანამდე კი იგი თავისუფალი იქნება. როგორც ცნობილი გახდა, ყველა დეტალი აღნიშნულ რიცხვში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ “ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე დღეს გუდაურში დააკავეს. როგორც თვითმხილველებმა თქვეს, ჯაფარიძეს შელაპარაკება მოუვიდა ადგილზე მყოფ რუსულენოვან დამსვენებლებთან, რის შემდეგაც, პოლიციამ ის დააკავა.

შემთხვევის განსამუხტად ადგილზე პოლიცია მივიდა და ცოტნე ჯაფარიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. დამოურჩილებლობის შემდეგ კი ჯაფარიძე დააკავეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოტნე ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე(წვრილმანი ხულიგნობა), 173-ე(სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) მუხლებით.