მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და პარტიულ ყრილობებზე დასწრებას მხოლოდ PCR-ით შეძლებთ - რეგულაცია

60f128be69338
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.21 09:36
1623
19 ივლისიდან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის არქონის შემთხვევაში, მსურველები კონფერენციებსა და ტრენინგებს ვერ დაესწრებიან - აღნიშნული ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესახებ მიღებულ 322-ე დადგენილებაში შევიდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.

ცვლილებების მიხედვით, პარტიის წევრთა ყრილობის (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.) ან მსგავსი ტიპის პარტიულ შეკრებებზე/ღონისძიებებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

ცნობისთვის:აღნიშნული რეკომენდაცია დაავადებათა ეროვნული ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარე და წინა კვირაში გააჟღერა, რის შესახებაც ამირან გამყრელიძემ საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.