31.მარტი .2023 16:14

ტრიდინგ კომპანია VITOL-მა რეკორდული $15 მილიარდის მოგება მიიღო

ტრიდინგ კომპანია VITOL-მა რეკორდული $15 მილიარდის მოგება მიიღო
views 923
უკან

მსოფლიოს უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ტრეიდინგ კომპანიამ, Vitol-მა გასულ 2022 წელს 15 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

Vitol-ის ძირითადი საქმიანობა საბირჟო საქონლით, ძვირფასი მეტალებითა და ენერგორესურსებით ვაჭრობაა. 2022 წელს მიღებული რეკორდული მოგება ბირჟაზე დაფიქსირებულ მაღალ ვოლატილობასთან და ფასების მერყეობასთანაა დაკავშირებული. Vitol-ის ტრეიდერებმა ყველაზე დიდი შემოსავალი სწორედ სანავთობო ბირჟის წყალობით მიიღეს, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებით განსაკუთრებით მერყევი იყო.

აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოგების დაფიქსირება შეძლეს Vitol-ის კონკურენტმა ტრეიდინგ ფირმებმაც, მათ შორისაა: Trafigura, Glencore და Mercuria. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ვოლატილობა ტრეიდერებისთვის ყველაზე ხელსაყრელ სამუშაო გარემოს ქმნის.

ინვესტორებისგან განსხვავებით, ტრეიდერები აქტივებს მხოლოდ მოკლე ვადით, მცირედი მოგების მისაღებად ყიდულობენ და ყიდიან. რაც უფრო მერყევია ბირჟა, ტრიდერებს უფრო მეტი სარფიანი გარიგების განხორციელება შეუძლიათ.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.