მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრილიონერი კომპანიების კლუბი

5e31794362b83
BM.GE
30.01.20 00:30
1574
გუგლის "დედა კომპანია" Alphabet-ი (GOOG 1.30%) საბაზრო კაპიტალიზაციით 1 ტრილიონ დოლარს გადასცდა და შეუერთდა ტრილიონიანი კაპიტალიზაციის კლუბს, სადაც კიდევ სამი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილნი, ესენია: Apple Inc., Amazon.com Inc. და Microsoft Corp.

Apple-ი და Amazon-ი კაპიტალიზაციით ტრილიონს ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში გადასცდნენ, ბილ გეითსის Microsoft-ი ამ ჯგუფს მხოლოდ შარშან აპრილში შეუერთდა.

ამ დროისთვის Alphabet-ის ერთი აქციის ღირებულება $1,458-ს შეადგენს. 

დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Saudi Aramco-ა, რომლის აქციებიც საუდის არაბეთის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო ღირებულება $2.1 ტრილიონი დოლარია.