მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tripadvisor-ი დელფინარიუმის ბილეთების გაყიდვას წყვეტს - ''ცხოველებისადმი დამოკიდებულება არასწორია''

5d96e18248a36
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 12:00
1553

ცხოველთა შოუები დელფინებისა და ვეშაპების მონაწილეობით ბოლო რამდენიმე წელია მწვავე კრიტიკის საგანია; "ტყვეობაში მყოფი საზღვაო ცხოველების წარმოდგენების მოწყობა არ შეესაბამება ნორმებს", - ასეთია ცხოველთა უფლებების დამცველთა მიდგომა საკითხისადმი. ისინი ზღვის ცხოველების შოუების მოწყობას, მათ გადამზადებასა და ბილეთების გაყიდვას ამ წარმოდგენებისთვის, არასწორად მიიჩნევენ.



საკითხთან დაკავშირებით პირველი რეაქცია ცნობილმა ტურისტულმა პლატფორმამ  Tripadvisor-მა დააფიქსირა. ვებგვერდმა ვეშაპსა და დელფინთან დაკავშირებული ატრაქციონებისთვის ბილეთების გაყიდვა შეაჩერა. როგორც კომპანია იტყობინება,  აკრძალულია ბილეთების გაყიდვა ნებისმიერი კომერციული ობიექტისთვის, სადაც ზღვის ცხოველებს საზოგადოებრივი გამოფენისთვის, წარმოდგენისა თუ სხვა ღონისძიებებისთვის წვრთნიან. მსგავსი შეთავაზებები ვებსაიტიდან წლის ბოლოსთვის სრულიად ამოღებული იქნება.

 



აღსანიშნავია, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში დელფინარიუმები ტურისტული ატრაქციონებიდან დიდი ხნის წინ ამოიღეს, მათ შორის გერმანიაშიც. ცხოველთა უფლებების დამცველები ტყვეობაში მყოფი ზღვის არსებებისადმი დამოკიდებულებას მწავედ აკრიტიკებენ. ალტერნატივად კი, ვეშაპების და დელფინების ღია ზღვაში დაკვირვებას ასახელებენ.




ცნობისათვის, რომ Tripadvisor-ზე დამსვენებლებს შეუძლიათ მოიძიონ ფრენები და სასტუმროები, დაწერონ  მიმოხილვები საინტერესო ადგილების და რესტორნების შესახებ, ასევე, შეიძინონ ბილეთები ტურებისა და ატრაქციონებისთვის და ა.შ.