19.სექტემბერი .2019 23:50

Tripadvisor-მა 1,4 მილიონი ყალბი შეფასება წაშალა

views 255
უკან

2018 წელს Tripadvisor–ზე მოგზაურებისგან მთლიანობაში 66 მილიონი შეფასება გაიგზავნა.

როგორც სარეიტინგო კომპანიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათგან 97% ავტომატური აუდიტის შემდეგ გამოქვეყნდა. დანარჩენი კი, ან ავტომატურად იქნა უარყოფილი, ან წარდგენილი იქნა Tripadvisor-ის თანამშრომლებისთვის, რათა განმეორებითი შემოწმება მომხდარიყო.

სარეიტინგო პორტალის თანახმად, სისტემის მეშვეობით თანამშრომლები ამოწმებენ, რამდენად არის მიზანშეწონილი ესა თუ ის მოსაზრებები და ამის შემდეგ, თუ ისინი გარკვეულწილად სიმართლეს არ შეესაბამება, ან კომერციული ხასიათისაა, გვერდიდან იშლება.

შეფასების პორტალს სურს, რომ იყოს "სანდო ინფორმაციის საიმედო წყარო", - განმარტავენ კომპანიაში. ბოლო წლების განმავლობაში თაღლითური სქემების გამოვლენისთვის Tripadvisor-მა დიდი ინვესტიციები განახორციელა, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, კომერციული ინტერესების წინააღმდეგ "ყოველდღიური ბრძოლა" უწევთ.