მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პატრიარქს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

5ffac0e418dae
BM.GE
10.01.21 12:51
829
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

"გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხი არის უარყოფითი. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“ - განმარტა ანდრია ჯაღმაიძემ.