მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თსუ-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი 70-100% - მდეა“ - გიორგი შარვაშიძე

6249b486de2d6
მარიამ იზორია
03.04.22 23:29
1158
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე Forbestalk-ში თსუ-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 70-100%-ს აღწევს.

რექტორის განმარტებით, ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის წარმატებული ევროპული უნივერსიტეტის მაჩვენებელია.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომ შეხედოთ კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი 70-100%-მდეა. თუმცა შრომით ბაზარზე ორი მთავარი თემაა განსახილველი. პირველი - ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემა, მეორე - რამდენად ღირსეულია ანაზღაურება. ამასთან, მხოლოდ იმაზე ორიენტირება რამდენად საქმდება კურსდამთავრებული პირველივე წელს, საკმარისი არ არის. უნდა დავაკვირდეთ კონკრეტული ადამიანი 5 წელიწადში არის თუ არა კარიერაში წარმატებული, არის თუ არა ისევ იმ პროფესიაში, ასევე როგორი ფინანსური ზრდა აქვს.

აღსანიშნავია, ისიც რომ დამსაქმებელმა ხშირად არ იცის რა უნდა დასაქმებულისგან. შრომის სამყარო საუნივერსიტეტო სივრცეებთან უნდა დავაახლოვოთ“, - აცხადებს ის.