მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ 5-ჯერ მეტი შემთხვევები გვექნება, ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება - ცერცვაძე

61ebe0b38ab83
BM.GE
22.01.22 14:48
785
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული - 11 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მართალია "ომიკრონი" ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, მაგრამ თუ შემთხვევები  გაიზარდა, ქვეყანაში სიკვდილიანობის ჯამური მაჩვენებელიც გაიზრდება.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი და ეს პროგნოზი ერთი ერთში ემთხვევა იმ მდგომარეობას, რაც ახლა გვაქვს. ჩვენთან, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ეს ხდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილობაც. მართალია "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას იწვევს "ომიკრონი", მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან.