მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ არ ავიცრებით, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს“

60bf36c88adc3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 13:22
1286
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღა გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი - 1 023-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 510-ით გაიზარდა. ვირუსით ქვეყანაში კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე დროს გასული 24 საათის განმავლობაში ტესტით 29 517 კვლევა ჩატრადა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 585, ხოლო PCR-ით 7 932; რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი 3.47%-ია, ბოლო 14 დღის - 2.81%, ბოლო 7 დღის - 2.92%.

დღეისთვის სულ 178 738 ადამიანია აცრილი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 5 455-ია.