მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არ დავიწყეთ გახსნა, მომავალი წლის ტურისტულ სეზონსაც ვერ გადავარჩენთ - ცოტნე ჯაფარიძე

5f6597ccdf4b8
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 12:12
1047
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობისგან რეგულარული ფრენების აღდგენას მოითხოვენ. მიუხედავდა იმისა, რომ პრემიერმა დაანონსა 1 ოქტომბრიდან wizz air-ის მიერ ფრენების აღდგენა, ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ წელს ინდუსტრიას მაინც არაფერი ეშველება, ამიტომ თვლიან, რომ თუ ქვეყანა საზღვრებს არ გახსნის და არ აღადგენს ავიამიმოსვლას ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან, ტურიზმში მომავალ წელსაც ისეთივე კრიტიკული მდგომარეობა იქნება, როგორც წელს იყო.

„რეგულარული ფრენები თუ არ აღდგა არსებული ფრენებით, რაც დღესდღეისობით გვაქვს, საქართველოში ტურისტი ვერ ჩამოვა, რადგან სადღაც ერთი გზა დაახლოებით 450 ევრო ჯდება. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ბაზარს სჭირდება, რომ სტუმრები ჩამოვიდნენ.

ფრენების აღდგენის დაპირება რომ შესრულდეს, ეს წელი მაინც ჩავლილია. ამ გადაწყვეტილებით, რომ გაიხსნას საზღვრები და რეგულარული ფრენები აღდგეს, ტურიზმს მაინც არაფერი ეშველება. 10 000 ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროშია ჩართული, ეს შველა ვერ იქნება. შეიძლება ახალ წელს ოდნავ გააქტიურდეს ტურისტული ნაკადები, მაგრამ ეს ფონს ვეღარ შეცვლის.

აქ საუბარია იმაზე, რომ თუ არ დავიწყეთ ნელ-ნელა გახსნა და მუშაობა იმაზე, რომ მომავალ წელს მაინც მივიღოთ სტუმრები, რადგან დაგეგმვა ხდება ადრე, ეს მალე თუ არ მოხდა, ჩვენ შემდეგი წლის სეზონსაც ვერ გადავარჩენთ და მომავალ წელსაც ის კრიტიკული მდგომარეობა გვექნება, რაც წელს გვქონდა. ახლა აზრი არ აქვს ოქტომბერს და ნოემბერს, აზრი აქვს იმ მხრივ, რომ მომავალ სეზონს მაინც გადავარჩენთ და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გადარჩენის შანსი მიეცემა.

ბევრმა კომპანიამ გააჩერა საქმიანობა, დაითხოვეს თანამშრომლები. ბევრი ოფისი დაიხურა, ჩააბარეს ფართები. რამდენად შეძლებენ აღდგენას ეს კომპანიები, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“-აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე, ტურისტული კომპანია "თრეფიკ თრეველის" ხელმძღვანელი.