მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ არ დავთვალეთ წყლის რა რესურსი გვაქვს, საერთაშორისო კონვენციებით შეგვზღუდავენ“

5fe49bdc9fcd1
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 22:00
3367
„თუ არ დავთვალეთ წყლის რა რესურსი გვაქვს, საერთაშორისო კონვენციებით შეგვზღუდავენ“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, წყლის ექსპორტის საკითხი, რომელიც საპარლამენტო მოსმენების დროს წამოიჭრა არარელევანტურია, რადგან ქვეყანას წყლის რესურსების მართვის სტრატეგია არ აქვს.

„როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა წყლების თვალსაზრისით, სანამ მართვის საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ მოგვარდება და სანამ პრაქტიკულ დონეზე წარმოდგენა არ გვექნება რა რესურსს ვმართავთ, წინადადებები წყლის ექსპორტის დაწყების შესახებ არარელევანტურია. აგიხსნით რატომ - დღეს ქვეყანაში განა დაქსელვის და ინფრასტრუქტურის გამო, რესურსულად სასმელი წყლის უდიდესი პრობლემაა და სარწყავი წყლის უდიდესი პრობლემაა. არაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური წყალი რა არის საერთოდ ქვეყანაში და ჩვენი ფერმერი სასმელი წყლით, ისე რწყავს თავის სავარგულებს, როგორც არაფერი.

წყლის სააუზო მართვის სისტემა თუ არ გვექნა და თუ არ დავთვალეთ წყლის რა რესურსი გვაქვს - დროზე თუ არ გავაკეთეთ ეს, უახლოეს 1-2 წელიწადში, საერთაშორისო კონვენციებით შეგვზღუდავენ ისე, რომ საერთოდ ვერ გავინძრევით  და სამწუხაროდ, ჩვენი წყლის რესურსით სხვა მეზობელი ქვეყნები განავითარებენ თავის სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას.

ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფეროა, რომლის რეგულირება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც არსებობს, უწყებების დონეზეა დასატრიალებელი და წარმოდგენა უნდა გვქონდეს წყლის მართვის თვალსაზრისით რას ვაკეთებთ. სერიოზული პრობლემა გვექნება როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, თანამედროვე სოფლის მეურნეობა წყლის გარეშე ვერ განვითარდება.

„ათობით მილიონი იქნება ჩასადები იმისთვის, რომ შესაბამისი წყალსაცავები შეიქმნას ქვეყანაში, რამეთუ ის რესურსი, რომელიც ქვეყანას ეკუთვნის, ეფექტურად გამოიყენოს“, - განაცხადა გახარიამ.