მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ არ იყო კარგი ხელშეკრულება, რატომ გაფორმდა? - დეპუტატის კითხვა პრემიერს "ნამახვანჰესზე"

60d5d58f189d9
ინგა მურუსიძე
25.06.21 17:18
747
"თუ არ იყო კარგი ხელშეკრულება, რატომ გაფორმდა?" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? რა ეტაპზეა მიმდინარე პროცესი, მოლაპარაკებები ინვესტორთან, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და რამ განაპირობა ინვესტორებთან მოლაპარაკებები ხელშეკრულებასთან დაკავშირებით - კონტრაქტის პირობების გახსნაზე; თუ ეს არ იყო კარგი ხელშეკრულება, ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა - რატომ გაფორმდა მსგავსი ხელშეკრულება?“, - მიმართა იონათამიშვილმა ღარიბაშვილს.

ამ წუთებში პარლამენტის წევრები მთავრობის მეთაურს კითხვებს უსვამენ. 

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება - პრემიერი