თუ ასე გაგრძელდა და რუსეთს ჩავეხუტეთ, შეიძლება ჩვენც შეგვიყანონ სანქცირებულთა სიაში – აღნიშნული განცხადება “ბიუბიუს” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა “Forbes კვირაში” გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა მსოფლიო, მათ შორის წამყვანი კომპანიები, რუსეთზე უარს ამბობს, საკუთარ პოზიციას საქართველომაც უნდა გადახედოს.
“ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, არამედ საუბარია იმაზე, ჩვენ ვისთან ვართ”,– აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4 რუსული ბანკის SWIFT–იდან გათიშვის გადაწყვეტილება, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების გაყინვა ევროპასა და აშშ–ში. რევაზ ვაშაკიძე დარწმუნებულია, რომ SWIFT–იდან სხვა რუსულ ბანკებსაც გათიშავენ.
“ბევრმა მსოფლიო ბრენდმა გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან. ამას ველოდი – ეს პრაგმატული ნაბიჯია. მთელ მსოფლიოში ყველას აქვს უარყოფითი დამოკიდებულება რუსების მიმართ, რომლებიც ხალხს ხოცავენ უკრაინაში, ხოცავენ ბავშვებს, ქალებს – საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.
ბევრმა კომპანიამ თქვა, რომ თუ ისინი სისხლისმღვრელ პუტინთან იქნებიან, ისინი დაკარგავენ კლიენტებს…
მე არ ვიცი, რა დაკარგეს ქართველმა მეღვინეებმა რუსეთში, რომ წყალგარეული ღვინო იქ არ გაყიდონ. თუ ვთვლით, რომ ევროპისკენ გვინდა, ჩვენც უნდა გადავხედოთ აზრებს და ფსიქოლოგიას, რადგან რუსეთი უკვე თავის მოქალაქეებსაც ებრძვის”,– აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი