მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ასე გაგრძელდა, დახლები დაცარიელდება" - დისტრიბუტორთა ასოციაცია მთავრობას აფრთხილებს

5e9990634be75
ინგა მურუსიძე
17.04.20 18:05
42938
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მწარმოებელებს, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული ახალი შეზღუდვის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ bm.ge-ის განუცხადა, პროცესებს, რომელიც ათასობით ადამიანს ეხება, ,,მექანიკურად იმართება“. მისი თქმით, პრობლემები დღეს, 12:00 საათიდან ამოქმედებულმა შეზღუდვებმა შექმნა, რადგან დისტრიბუცია-რეალიზაციის სექტორში დასაქმებულები სამსახურებში მისვლისა და უკან დაბრუნების პრობლემის წინაშე დადგენენ.

„არაფერი არ არის დეტალურად ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლეთა გადაადგილება სამსახურამდე და მათი დაბრუნება სახლში. ხელით ვმართავთ პროცესებს, ძალიან გვაფერხებს პატრული რეგიონებში და კრიმინალური პოლიცია. სიები გვაქვს გადაცემული შესაბამის უწყებებისთვის და ვიდრე ბაზაში აისახება, მექანიკურად ვარეგულირებთ სიტუაციას. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წევრ კომპანიებს ურჩია, რომ ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანმა თანამშრომელმა, რომელთა გადაადგილება აუცილებელია, თან იქონიონ შესაბამისი ცნობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კომპანიის თანამშრომლის და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება, რომლითაც გადაადგილდება. იმ შემთხვევაში თუკი, დროულად არ მოხდება საშვების დაშვება კომპანიებზე ან/და არ იქნება საკმარისი კომპანიათა მიერ გაცემული ცნობები, შესაძლებელია, მალე ვიხილოთ დახურული მაღაზიები, დაცარიელებულ დახლები და პარალიზებული კომპანიები.
(მთავრობას)აღქმული აქვს ისე, რომ უნდა იაროს მხოლოდ სადისტრიბუციო (სატვირთო) ავტომობილმა და დაარიგოს პროდუქტი, მაგრამ აქ არის მთელი ჯაჭვი,  (იქნება ეს საწყობის თანამშრომლები, ოპერატორები, წარმოების თანამშრომლები და ა.შ), რომლის გარეშეც ფიზიკურად შეუძლებელია ობიექტების მომარაგება", - აცხადებს ივა ჭყონია.