მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ „ასტრაზენეკას“ ვერ ავითვისებთ, რისკია, რომ „კოვაქსისგან“ დამატებითი დოზები არ შემოვიდეს“

606d9b5a8a40e
ინგა მურუსიძე
07.04.21 16:00
615
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ უკვე მოწოდებულ „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზა ვაქცინას ვერ ავითვისებთ, არსებობს რისკი, რომ მომდევნო 89 ათასი დოზაც ვეღარ მივიღოთ. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დიდი რისკი არსებობს, რომ თუ არ ავითვისებთ უკვე მოწოდებულ დოზებს, აპრილის ბოლოს 89 ათასი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ მივიღოთ, თუმცა ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ახალი დოზები აუცილებლად გამოიგზავნება, რადგან ვაქცინაცია გააქტიურდება. რეგისტრაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის ცენტრებიც დაემატება“, - განმარტა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის: „კოვაქსისგან“ საქართველომ 13 მარტს  „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯერ კიდევ თებერვალში თქვა, რომ "თუ „კოვაქსიდან“ მოწოდებული ვაქცინების დოზების მაღალი ათვისება არ მოხდებოდა, მომდევნო მოწოდებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვაქსისგან მიღებული დოზები სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია და თუ ჩვენ პირველ ეტაპზე კარგ შესრულებას არ ვუჩვენებთ, შემდეგ კითხვის ნიშნები დაისმება მოდევნო მოწოდებასთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივია“, - აცხადებდა გაბუნია.

თავის მხრივ, NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, "ჩვენი სირცხვილია, თუკი ლიმიტირებულად მოცემულ ვაქცინების დოზებს ვერ ავითვისებთ“.