მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდა, მკაცრი შეზღუდვების დაწესების წინადადებით გამოვალთ - გამყრელიძე

6109055c74153
ინგა მურუსიძე
03.08.21 13:05
705
თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდა, NCDC წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მაგის გარეშე ეპიდემიის შეკავება შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საუბარია იმაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები აღსრულდეს.

„დღეს შესაბამის ორგანოებს მიეცათ დავალებები, რომ გამკაცრდეს შეზღუდვები ყველანაირი ტიპის თავშეყრებზე. იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, წვეულებები თუ სხვა. ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებებზე ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, ან ტესტის ნეგატიური შედეგის შემდეგ.

თუ ეს ყველაფერი არ აღსრულდა შესაბამისად, მაშინ უკვე იქნება წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ჩვენ ყველა პარამეტრით და ინდიკატორით გვაქვს საფუძველი, რომ ქვეყანაში ღონისძიებები მაქსიმალურად გამკაცრდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.